LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება 100 ლარამდე იზრდება

119
ირაკლი ღარიბაშვილი
სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება დღეიდან 2-ჯერ, არსებული 50 ლარის ნაცვლად – 100 ლარამდე იზრდება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა დადგენილებას ხელი უკვე მოაწერა.
აგრეთვე, იზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა. არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები.აღნიშნული გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება. პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 145 მილიონი ლარი გამოიყოფა.