LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალურად დაუცველებს გადამოწმების პერიოდში თანხის ჩარიცხვა არ შეუჩერდებათ

102
cms-image-000048092

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით შემუშავდა და დამტკიცდა კანონპროექტი, რომლის მიხედვით საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში, თანხის ჩარიცხვა აღარ შეუჩერდებათ. ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა.  დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, გადამოწმების პრინციპი აუცილებელი პროცედურაა, დროებით შეჩერებული თანხის ანაზღაურება კი მაინც ხდებოდა.

„როგორც იცით ქვეყანაში, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მოქმედებს დახმარების პროგრამა, რომლითაც სარგებლობს – 430 ათასი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ პერიოდულად საჭიროებს გარკვეულ, დასაბუთებულ ცვლილებებს. დღეის მდგომარეობით, გადამოწმების დროს, რაც ასევე აუცილებელი პროცედურაა, სტატუსის მატარებელ ოჯახებს დროებით უჩერდებათ დახმარება. მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს ნაწილს განაცდური უნაზღაურდებათ სრულად, მაინც მძიმეა მათთვის ეს პერიოდი, რადგან ისინი ბედის ანაბარა რჩებიან სიღარიბის პირისპირ. ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი გამოდის ინიციატივით, რომ საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში არ შეუჩერდეთ საარსებო შემწეობის გაცემა” – განაცხადა ხუნდაძემ.

ჯანდაცვის მინისტრი: სოციალური აგენტები კამერებით აღიჭურვებიან

მისი თქმით, გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე, გადაწყდება გაგრძელდება თუ არა ბენეფიციარი ოჯახის პროგრამასი მონაწილეობა. აღნიშნული პროექტისთვის სახელმწიფო დამატებით 5.4 მილიონ ლარს დახარჯავს.

“ახალი ინიციატივით, ოჯახებს გადამოწმების პერიოდშიც, ახალი სარეიტინგო ქულის მინიჭებამდე, უწყვეტად მიეცემათ საარსებო შემწეობა. ეს იქნება მოსახლეობის საკეთილდღეოდ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი და მისი განხორციელებით რისკის ქვეშ არ დადგება საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დეპუტატის განმარტებით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ცვლილება მიმდინარე წლის აპრილიდან შევა ძალაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g