LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალური მუშაკები ნინოწმინდის პანსიონში მუშაობას გააგრძელებენ, ვიდრე ბავშვთა სახლის დეინსტიტუციონალიზაცია არ მოხდება: ბარკალაია

93
თამარ ბარკალაია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე საუბრის დროს აღნიშნავს, რომ დაწესებულების ახალი ხელმძღვანელი, მეუფე იაკობი უწყებასთან და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან კარგად თანამშრომლობს.

ბარკალაიას თქმით, სოციალური მუშაკები პანსიონში 24 საათის განმავლობაში იმყოფებიან და იქ მუშაობას მანამდე გააგრძელებენ, სანამ ბავშვთა სახლის დეინსტიტუციონალიზაცია არ მოხდება:

“მოგეხსენებათ, ნინოწმიდნის ბავშვთა პანსიონს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, რომელიც ძალიან კარგად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან.

ასევე, რამდენადაც ვიცი, სახალხო დამცველთან საკმაოდ წარმატებული შეხვედრა იყო, სადაც შეთანხმდნენ, რომ სახალხო დამცველს მისი მანდატის განხორციელების შესაძლებლობა ექნება. პარალელურად, იქ ჩვენი სოციალური მუშაკები 24 საათის განმავლობაში იმყოფებიან და გააგრძელებენ მუშაობას, ვიდრე არ მოხდება ბავშვთა სახლის დეინსტიტუციონალიზაცია.” – აღნიშნა ბარკალაიამ.

შეგახსენებთ, 15 ივნისიდან ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ პანსიონის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მეუფე სპირიდონმა ეპარქიაში დაბრუნება თავისი ნებით გადაწყვიტა.

ნინოწმინდის პანსიონის ახალ ხელმძღვანელთან დაკავშირებით ძალიან კარგი მოლოდინები გვაქვს: ტიკარაძე მეუფე იაკობზე

პოპულალურები