LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სოციალური სამსახურების სისტემა ჩამოშლილია – ფემიციდის კიდევ ერთ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა კვლავ ხელისუფლებას ეკისრება“ – ანა დოლიძე

149
ანა დოლიძე ფემიციდზე

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, სოციალური სამსახურების სისტემა ჩამოშლილია და ფემიციდის კიდევ ერთ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა კვლავ ხელისუფლებას ეკისრება.

ამის თაობაზე ანა დოლიძის განცხადებას პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ავრცელებს:

„ვარკეთილში ახალგაზრდა ქალის საზარელი მკვლელობის ფაქტზე პასუხისმგებლობა ისევ ხელისუფლებას ეკისრება.

ხელისუფლება არ დგამს რაიმე ნაბიჯს, იმისთვის, რომ შეამციროს მსგავსი საზარელი ქმედებები. პირიქით, ყოველკვირეულად გვესმის საზარელი შემთხვევა ოჯახში ძალადობის შესახებ.

სოციალური სამსახურების სისტემა თითქმის ჩამოშლილია. ნორმალურ სახელმწიფოში სწორედ სოციალური სამსახურის მოვალეობა არის მსგავსი მგრძნობიარე ვითარება აღმოაჩინოს და მოახდინოს ასეთი ოჯახური ძალადობის პრევენცია“, – აცხადებს ანა დოლიძე.

„მამამთილი შესწრებია და ბავშვი გამოუყვანია.. ალბათ სიმთვრალეში პათოლოგიური გადახრები ჰქონდა“ – 27 წლის გოგოს მკვლელობის საქმის დეტალები

როგორც იგი აღნიშნავს, საქართველოში პრევენციის მექანიზმები სათანადოდ არ მუშაობს.

„სინამდვილეში საქართველოში არც პრევენციის მექანიზმები მუშაობს, სოციალური სამსახურის სახით, არც გამოძიების მექანიზმები მუშაობს.

„ძალიან კარგი გოგო იყო ქეთი.. 4 თვის ბავშვი ჰყავთ.. ყვე­ლა შოკ­შია მომ­ხდა­რით“ – რას ამბობენ ახლობლები ქმრის მიერ მოკლულ 27 წლის გოგოზე

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ჩვენ უნდა შევქმნათ სწორედ ისეთი სოციალური სამსახური, რომელიც არის ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, რომელსაც ექნება სურვილი, საშუალება და კომპეტენცია, დროულად დააკვირდეს ოჯახში ვითარებას და თავიდან აირიდოს ოჯახში ძალადობის საზარელი შემთხვევები“. – აცხადებს ანა დოლიძე.

კაცს, რომელმაც ცოლს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

ინფორმაციისთვის, თბილისში ქმარმა ცოლი ცივი იარაღით 9 დეკემბერს მოკლა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის მამაკაცმა ცოლის დაჭრის შემდეგ დაზიანებები თავადაც მიიყენა.

„კონტაქტურია, თუმცა, ჩვენების მიცემას, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს“ – კაცი, რომელმაც ცოლს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები