LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალური სერვისების გამოწვევებზე თბილისში კონფერენცია გაიმართება

40

სოციალური სერვისების თანამდეროვე მიდგომებზე თბილისში პირველი მასშტაბური ღონისძიება გაიმართება. კონფერენცია „სოციალური სერვისების განვითარება – გამოწვევები და შესაძლებლობები“ ტექნო პარკში, საერთაშორისო ორგანიზაცია ”არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის” ორგანიზებით ჩატარდება.

საერთაშორისო კონფერენციის ძირითადი თემაა: სოციალური სერვისების განვითარების პროცესი, მისი გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში; ასევე სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება, კერძო და საჯარო სტრუქტურებს შორის მუშაობის სპეციფიკა და ქვეყნის როლი სოციალური სერვისების განვითარების კუთხით.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ: სოციალურ სერვისებზე მომუშავე ორგანიზაციები, სოციალური სერვისების სააგენტოს წარმომადგენლები და თემაზე მომუშავე უცხოელი ექსპერტები; ასევე, ადგილობრივი და უცხოელი პარტნიორი ორგანიზაციები.

გერმანული ორგანიზაცია „საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“ საქართველოში 1992 წლიდან მოღვაწეობს. დღესდღეობით ორგანიზაცია მუშაობს სოციალური სერვისების მიწოდების გაუმჯობესებაზე და ხელს უწყობს სოციალური მეწარმეობის განვითარებას საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის სოციალურ საკითხებზე თანამშრომლობის გზით (PPSP). ამ მიმართულებით ორგანიზაცია რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

29 ივნისს დაგეგმილ კონფერენციაზე ერთი-ერთი მთავარი თემა იქნება სოციალური სერვისების განვითარების კუთხით ქვეყანაში არსებული საჭიროებები და არსებული გამოწვევები. ღონისძიების მონაწილე სოციალური სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცემათ განიხილონ სოციალური სერვისების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები და გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება მოწვეულ  ექსპერტებთან და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად.

კონფერენციის თემებს წარადგენენ: ”საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი” (ASB-საქართველო), საქველმოქმედო ჰუმანიტარული ფონდი „აფხაზეთი“, სოციალური მომსახურების სააგენტო, გორის მუნიციპალიტეტი, ლატვიის სამარიტელთა ასოციაცია, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, შინმოვლის კოალიცია, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.

საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი: ASB-მ საქართველოში საქმიანობდა 1992-1997 წლებში, ხოლო 2010 წელს, კიოლნის ფედერალური ოფისის ინიციატივით, საქართველოში გაიხსნა ASB-ს ოფისი. დღეს ASB საქართველოში მუშაობს სოციალური სერვისების, კატასტროფის რისკების შემცირებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რეინტეგრაციის კუთხით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g