LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოცმუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს

234
FCED1C3D-AEED-47CB-88DD-C06BF9CAF28D_w1023_r1_s

სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს. დღეიდან ისინი სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან. ამის შესახებ მათ ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

როგორც სოცმუშაკები განმარტავენ, მიიღეს გადაწყვეტილება პროფესიული კავშირის დაფუძნების შესახებ და ყველა იმ საკითხის განხილვას, რაზეც შეთანხმება ვერ მოხდა, მოლაპარაკებების ფორმატში განიხილავენ.

ამასთან, მათივე თქმით, შეთანხმება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ჯერ დოკუმენტურად არ გაფორმებულა და იმედოვნებენ, რომ ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება.

„ვიმედოვნებთ, პარლამენტი საზედამხედველო ფუნქციას ჯეროვნად შეასრულებს. ყველა ადამიანი, ვინც იცნობს სოციალური მუშაობისა და ბავშვზე ზრუნვის სპეციფიკას, იზიარებს, რომ სხვა სფეროს წარმომადგენლები სოციალური მუშაკის მოვალეობებს ვერ შეასრულებენ. გაფიცვის რეჟიმშიც ვაგრძელებდით სატელეფონო კონსულტირებას და ვგრძნობდით პასუხისმგებლობას ბენეფიციარების წინაშე“, – აცხადებს სოციალური მუშაკი ზოია შეხოვცევა.

სოციალური მუშაკები 25 მარტს გაიფიცნენ. ისინი წინასაგაფიცვო პროცესში დაახლოებით 2 თვის განმავლობაში იყვნენ, რა დროსაც სამინისტროსა და სოცმუშაკებს შორის მედიაციის პროცესის დაიწყო. თუმცა მოგვიანებით, სოცმუშაკებმა განაცხადეს, რომ მედიაცია უშედეგოდ დასრულდა.

სოცმუშაკები გაფიცვის მიზეზად ტრანსპორტის პრობლემას, ბენეფიციართა დასახმარებლად საჭირო რესურსების ნაკლებობას, არასათანადო სამუშაო პირობებსა და დაბალ ანაზღაურებას ასახელებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g