LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოცსააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა დაინიშნა

84

ზაზა სოფრომაძემ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტი დატოვა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მან თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. სააგენტოს ეკონომიკის სახიკთებში ექსპერტი მიხეილ დუნდუა უხელმძღვანელებს, რომელიც ამავე დროს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს. მიხეილ დუნდუა დღემდე თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი იყო.

სამინისტროს ინფორმაციით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს მიხეილ დუნდუას გარდა კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს. მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას პროფესორი ზაზა ბოხუა დაიკავებს, რომელიც ამ დრომდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი იყო.

ახალი მოადგილეები, ზაზა ბოხუა და მიხეილ დუნდუა უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან შეუდგნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g