სოფელ დიღომში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მომხდარის შესახებ ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.