სოფელ დიკლოს მიმდებარედ, მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.
თუშეთში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ განაცხადა, რომ სახანძრო სამაშველო ჯგუფები ადგილზე ამ დროისთვისაც მუშაობენ.
მისი თქმით აღნიშნული კერა ამ ქედზე რამდენიმე დღის წინაც იყო და მისი ლიკვიდაცია მოხერხდა, თუმცა დღეს კვლავ გააქტიურდა. მისი ინფორმაციით ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია და აღნიშნული კერის სალიკვიდაციო სამუშაოები მალე დასრულდება.