რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძის განცხადებით, „რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში, ტყეში ხანძარი ფაქტობრივად ლიკვიდირებულია“.
როგორც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას მარგველიძემ განმარტა, დამწვარია 8 ჰექტრამდე ტყის ფართობი.
„რა მიზეზით გაჩნდა ცეცხლი, ამას შესაბამისი სამსახურები დაადგენენ. არის გონივრული ეჭვი და ვარაუდი, რომ ეს შესაძლოა იყოს დივერსია“, – განაცხადა მარგველიძემ.