სოფელ გუმათში საპოლიციო ძალებია მობილიზებული. სამართალდამცველების მობილიზების მიზეზი „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა ხეობაში დაბრუნების გადაწყვეტილებაა.
ცნობისთვის, რესპუბლიკის მოედანზე ,,ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქციის შემდეგ რიონის ხეობამდე ავტოკოლონით მიემართებიან.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მათი ბრძოლა დღეს ნამახვანში გაგრძელდება. მისივე თქმით, დედაქალაქს ტოვებენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ დაბრუნდებიან.