LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ გუმათთან წყლის ჭავლის მანქანა მიიყვანეს – რიონის მცველებმა „ენკა“-ს ოფისის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს

196
12121

სოფელ გუმათთან წყლის ჭავლის მანქანა მიიყვანეს. თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ნამახვანჰესის აქციის მონაწილეები რკინის ბარიკადებს ხელს ურტყამდნენ.

რიონის ხეობის მცველებმა კომპანია „ენკა“-ს ოფისის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს და კომპანიის წარმომადგენლებს შესვლის უფლებას არ აძლევენ. სოფელ ნამახვანისკენ მიმავალ გზაზე გადაადგილების უფლებას მხოლოდ ადგილობრივებს აძლევენ.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, ისინი ხმაურს იქამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და რიონის ხეობაში განთავსებული რკინის ბარიკადები არ იქნება აღებული.

მისი განმარტებით, დაიკეტება რიონის ხეობაში შესასვლელი გზა და კომპანიის მანქანებს ტერიტორიაზე გადაადგილება შეეზღუდებათ.

„ამ პროტესტის ფორმას სიმბოლური ხასიათი აქვს. არ შევწყვეტთ აქ ამ ხმაურს, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული და პირველ რიგში, ეს ბარიკადი არ იქნება აღებული აქედან. ბუნებრივია, ჩვენ ძალადობრივ გზებს არ მივმართავთ, მაგრამ ამ ხმაურს გამოვიწვევთ იქამდე, ვიდრე არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები. ასევე დავკეტავთ შემოსასვლელ გზას და კომპანიის მანქანებს შეეზღუდებათ გადაადგილება. ჩვენთვის უმთავრესი სამოქმედო გეგმაა, რომ კომპანია „ენკამ“ ვერ შეძლოს შესვლა. შესაძლებელია ამას დარბევაც მოჰყვეს, ვერ გეტყვით, ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის და მოვუწოდებ ყველას, გვერდში დაგვიდგეს და ჩაებას ამ ბრძოლაში“,- განაცხადა გოლეთიანმა.

 

ფოტო: ინტერპრესნიუსი
magti 5g