სოფელ ილემის ბაგა-ბაღში 14 ადამიანი მოიწამლა. 11 მცირეწლოვანი ბავშვი და 3 ზრდასრული ზესტაფონის კლინიკებში გადაიყვანეს.
ინტოქსიკაციის სავარაუდო მიზეზად ტორტი სახელდება, რომელიც ჯგუფში მშობელმა მიიტანა.
ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ საკვების ბაღში შეტანას კანონი კრძალავს, შესაბამისად, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, დადგება ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხი.