სოფელ ხახმატთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 68-ე კმ-ზე (სოფ. ხახმატი) ჩამოშლილმა კლდის მასამ გამოიწვია გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.