LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ ხურვალეთიდან გატაცებული 36 წლის მაია ოთინაშვილი ცხინვალის იზოლატორში რჩება

75

სოფელ ხურვალეთიდან გატაცებული 36 წლის მაია ოთინაშვილი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. ოთინაშვილი რუსმა ოკუპანტებმა სამი დღის წინ დააკავეს. ის ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. დამატებითი დეტალები, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.

სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშილის განცხადებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

მინისტრის თქმით,  ქართული მხარე მაია ოთინაშვილის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებს. 3 შვილის დედა საკუთარი ნაკვეთიდან მოსავლის აღების დროს გაიტაცეს.

„პირველი და უმთავრესი ამოცანა გახლავთ ის, რომ ეს ქალბატონი რაც შეიძლება მალე და, რა თქმა უნდა, უვნებლად იქნეს გათავისუფლებული. იქნა ამოქმედებული ცხელი ხაზი, მათ შორის დადასტურებულია, რომ ოკუპანტებმა ის ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა არის ნორმალური,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

mazda magti 5g