LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ ლეღვაში დიდთოვლობის გამო სახლი ჩამოინგრა – სახლში მცირეწლოვანი იმყოფებოდა

138
1

ქობულეთში, სოფელ ლეღვაში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. შემთხვევას დიდთოვლობას უკავშირებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში ოჯახის წევრები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვიც იმყოფებოდა.

არსებული ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

აჭარის ტელევიზიასთან საუბრის დროს, ქობულეთის მერი აცხადებს, რომ ამ დროისთვის ოჯახი უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი, მოგვიანებით კი მათ ქირით გაიყვანენ:

“ოჯახი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე, ოჯახს გამოეყოფა ქირა და შესაბამისად, სტიქიის კომისია განიხილავს და კანონის შესაბამისად 15 000 ლარით დავაკმაყოფილებთ ოჯახს”, – აცხადებს ლევან ზოიძე

ფოტო: აჭარის ტელევიზია
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g