LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ მუგუთში მეხის დაცემისგან 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

437
მეხი 5

უბედური შემთხვევა ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ზნაურის რაიონში – 15 წლის მოზარდი მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. სააგენტო „რესი“ წერს, რომ როცა ბავშვი ე.წ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას სასიცოცხლო ნიშნები აღარ ეტყობოდა.

წინასწარი მონაცემებით, გარდაცვლილი სოფელ მუგუთიდან არის, რომელიც მდინარეზე იმყოფებოდა და ხელში მობილური ტელეფონი ეკავა.

ტრაგედიის სხვა დეტალების შესახებ არაფერია ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g