LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი მოქალაქეები რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებას მალე შეძლებენ: ანატოლი ბიბილოვი

104
1

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებას შეძლებს.

რატიფიცირებულ დოკუმენტზე ანატოლი ბიბილოვმა გუშინ სოციალურ ქსელში, “ინსტაგრამ” ლაივში ისაუბრა. 

მისი განცხადებით, სამხრეთ ოსეთში, რუსეთთან ორმაგ მოქალაქეობაზე შეთანხმება ხელმოწერილი და რატიფიცირებულია.

ბიბილოვი აღნიშნავს, რომ დოკუმენტის რატიფიცირება ასევე მოხდება რუსეთის ფედერაციის საბჭოშიც და ამ მექანიზმის საშუალებით, რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული მიღება მალე იქნება შესაძლებელი:

“დაახლოებით, ერთ თვეში იქნება შესაძლებელი”, – აღნიშნა ბიბილოვმა.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან “ორმაგი მოქალაქეობის და “რესპუბლიკის” მოქალაქეების მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ” შეთანხმების პროექტს ვლადიმირ პუტინმა გასული წლის აგვისტოში დაუჭირა მხარი.

განკარგულების თანახმად, “ერთი მხარის მოქალაქეებს უფლება აქვთ მიიღონ მეორე მხარის მოქალაქეობა მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე”.

რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან ორმაგი მოქალაქეობის დამტკიცება უკანონო ოკუპაციის გაგრძელებაა: საგარეო უწყება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები