გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში, საოკუპაციო ხაზთან რუსმა ოკუპანტებმა ხნულები გაავლეს.
გორის მერიაში ამბობენ, რომ ხნულებისთვის სპეციალური ტექნიკა წინა კვირაში გამოიყენეს.
“ეს თხრილი გასულ წლებშიც იყო და განაახლეს ახლა. წინა წლებშიც და ახლაც ხნულების მიზანია, რომ ცვენ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი არ გადავიდეს ოკუპირებულ ნაწილზე.
ასევე ხნულების მიზანია, რომ საქონელი, ჩვენ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან არ გადავიდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე”, – განაცხადა “ფორტუნასთან” გორის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.
რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართების გაბმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყეს.