LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ საჩინოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა

265
არ გადაკვეთო - პოლიცია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც არასრულწლოვანი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი 10 წლის ბავშვს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მოზარდი გარდაცვლილი დახვდა.

ადგილობრივის ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა თვითმკვლელობის მიზნით სხეულზე დაზიანებები მიიყენა. მისი მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები