გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ შავშვებთან, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი რკინის ჯებირს შეეჯახა, რის შემდეგადაც ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276 -ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.