არსებული ინფორმაციით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 თვის ბავშვი დაიღუპა.
თვითმხილველების ცნობით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
არსებული ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.