LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ ტანძიის ორი მცხოვრები „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან შიმშილობას იწყებს

91

სოფელ ტანძიის მოსახლეობა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან აქციას მართავს. სოფლის ორი მცხოვრები შალვა მილდიანი და ვეფხია ღვალაძე „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან შიმშილობას იწყებს. ისინი საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, RMG Gold-მა შეწყვიტოს ე.წ. ბნელი ხევის ტერიტორიაზე ღია კარიერული წესით სამუშაოების დაწყება.

„ჩვენ ვიყავით მოლოდინის რეჟიმში. არავინ გამოგვხმაურებია. აქედან გამომდინარე, მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, რომ მე და ჩემი ერთი თანასოფლელი შალვა მილდიანი ვიწყებთ უვადო შიმშილობას. ვითხოვთ ისევ და ისევ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას. ხეობაში უნდა შეწყდეს ღია კარიერული მოქმედებები და მოგვეცეს ჯანსაღი ცხოვრების უფლება. უვადო საპროტესტო შიმშილობას იქამდე არ შევწყვეტთ, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება,“ – განაცხადა ვეფხია ღვალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g