LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ უწერასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

53
57b3055031314

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 121-ე კილომეტრზე (სოფელი უწერა) ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია.

შეგახსენებთ, რომ ინტენსიური წვიმის შედეგად აღნიშნული გზის სავალ ნაწილზე ადიდებული მდინარე რიონის გადმოსვლის გამო, დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები