LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაჭის კურორტზე Radisson-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება 25 მეტრიანი აუზით და გამაჯანსაღებელი სპა-ცენტრით

420
ipiccy_image

რაჭის კურორტზე Radisson-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება 25 მეტრიანი აუზით და გამაჯანსაღებელი სპა-ცენტრით. საკითხზე „ბიზნესპარტნიორთან“ ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხიდეშელმა ისაუბრა და თქვა, რომ საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო კურორტ უწერაში მოეწყობა.

85 ნომრიანი სასტუმრო სანატორიუმი უწერის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება.

„5 ვარსკვლავიან სასტუმროში იქნება 25 მეტრიანი აუზი, გამაჯანსაღებელი სპა-ცენტრი. მიმდინარეობს მოლაპარაკება და თითქმის უკვე დასრულებულია საერთაშორისო ოპერატორ Radisson-თან. არსებობს სიტყვიერი თანხმობა. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც საერთშორისო დონის სასტუმროების ქსელი რაჭაში დაიწყებს ოპერირებას,“ – აცხადებს ხიდეშელი „ბიზნესპარტნიორთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები