LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

77
aqtsia-gorshi

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში მოსახლეობა 2011 წელს გაყიდული სოფლის საძოვარი ფართობების სოფლისთვის დაბრუნებას ითხოვს. ამ მიზნით ადგილზე უკვე მესამე აქცია იმართება.

დღეს დილიდან აქციის მონაწილეები ცდილობენ თბილისი-სენაკის-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვას. ამის საშუალება სოფელში მობილიზებულმა სამართალდამცავებმა არ მისცეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. დაპირისპირებისას პოლიციამ ერთი ადამიანი ტერიტორიიდან განარიდა.

ამ წუთებში გადაკეტილია გორი-ბერშუეთის გზის ზეღდულეთის მონაკვეთი.

გორის საკრებულოში ზეღდულეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატის კობა ბერიანიძის ინფორმაციით, ხელისუფლება ცდილობს სამართლებრივი გზების მოძებნას, რომ არ მოხდეს მიწის ამჟამინდელი მფლობელის, რომელიც კეთილსინდისიერი შემძენია, უფლებების დარღვევა და ასევე გათვალისწინებული იყოს მოსახლეობის ინტერესებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g