LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელი ჭერემი გარესამყაროს არის მოწყვეტილი

577

გურჯაანში, სოფელი ჭერემი გარესამყაროს მოწყდა. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭერმისხევმა ცენტრალურ მაგისტრალთან დამაკავშირებელი გზა წაიღო.

მოსახლეობა გარესამყაროსთან კონტაქტს ვერ ახერხებს. გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება და ზარალის მოკვლევა კალაპოტში წყლის დონის დაკლების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

ეს არის ამ სოფელთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა, რომელიც გასულ წლებშიც არაერთხელ დაზიანდა.

სოფელი ჭერემი გურჯაანიდან 28 კილომეტრით არის დაშორებული და ზღვის დონიდან 1000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g