თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭოგნარში მატარებელი არასრულწლოვანს დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.