მექსიკის ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებლებს ძალიან აშინებს უცნაური ქალი, რომელიც ქუჩებში შუაღამისას დადის, ინფორმაციას „დეილიმეილი“ ავრცელებს.
ინტერნეტით გავრცელდა ვიდეო, სადაც თეთრებში ჩაცმული ქალი სოფლის გზებზე დადის და ხალხს აშინებს, მოსახლეობა ფიქრობს, რომ ის ბოროტი სულების მიერ არის შეპყრობილი.
ჩანაწერი ქალაქ კულიაკანთან მდებარე კოლინას დელ რეის დასახლებაშია გადაღებული. ვიდეოს პირველი ნაწილი მანქანიდან არის გადაღებული და ჩანს, როგორ დადის შუა გზაზე მოჩვენებასავით თეთრ სამოსში გამოწყობილი ქალი.
როდესაც მანქანა ქალს უახლოვდება, ქალი ჯდება მანქანის წინა საბურავებთან და გამოსცემს უცნაურ ხმას, რაც მანქანაში მჯდომ ადამიანებს ძალიან აშინებს, შემდეგ კი ქალი ფანჯარასთან ძალიან ახლოს მიდის, რაც მგზავრებს კიდევ უფრო მეტად აშინებს.
ვიდეოს ბოლო ნაწილში კი „ქალი მოჩვენება“ ხეს კოცნის. საბოლოოდ იგი მიწაზე წვება და სახეზე წყალს ასხამენ.
პოლიცია ვიდეოებს სწავლობს.
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, რომ ქალს, შესაძლოა, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდეს, ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იყოს.
ქალის ვინაობა ამ დრომდე უცნობია, ადგილობრივები მას „სოფიას“ ეძახიან. იგი სამართალდამცველთა მეთვალყურეობის ქვეშ არის და ფსიქიატრიული გამოკვლევა უტარდება.