LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში ცოფის დიაგნოსტიკის ახალი მეთოდი დაინერგა

169
BeFunky-collage (4)

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა ქუთაისის ლაბორატორიაში უახლესი აპარატურით აღჭურვილი ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში დაათვალიერა.

მინისტრის მოადგილესთან ერთად შეხვედრას იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, ქუთაისის მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი დაესწრნენ.

შეხვედრაზე ლაბორატორიაში ცოფის დიაგნოსტიკის მეთოდებთან და სიახლეებთან ერთად, ლაბორატორიის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

„ქუთაისის ლაბორატორიაში ცოფის დაავადების კვლევის მეთოდის დანერგვა  საშუალებას მოგვცემს, დასავლეთ საქართველოს რეგიონში დროულად ჩატარდეს დიაგნოსტიკა და მოსახლეობამ ოპერატიულად მიიღოს სანდო კვლევის პასუხები.  აღნიშნული კვლევის დანერგვით უფრო დაჩქარდება სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, აქტიურად მუშაობს ცოფის დაავადების როგორც კონტროლზე, ასევე, დიაგნოსტიკაზე“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოსა და ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

mazda magti 5g