მომღერალმა სოფო ბათილაშვილმა ბერკლის სამუსიკო კოლეჯში ჩააბარა. როგორც ის წერს, დაფინანსებაც მოიპოვა და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური სასწავლებელი ქართველ მომღერალს 100 000 დოლარით დააფინანსებს.
“ასეთი ამბავია!
გავიარე გამოცდა და 4 წლიან ბაკალავრზე სასწავლებლად ჯამში 100 000$-ით დამაფინანსა ბერკლიმ,” – წერს მომღერალი.