LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ბათილაშვილი: „სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამო ავიცერი, კორონავირუსი რომ დამემართა, მივხვდი, რამდენად სასარგებლო რამ გავაკეთე საკუთარი თავისთვის…“

162
fortuna (5)

სოფო ბათილაშვილი უკვე მეექვსე დღეა, კროონავირუსს ებრძვის. როგორც მან „მთავარ არხთან“ საუბრისას აღნიშნა, ვირუსი შვებულების დროს დაუდასტურდა, როცა თავს მაქსიმალურად იკავებდა ხალხმრავალ ადგილებში გამოჩენისგან. 

სოფო ბათილაშვილი: 

„სუნთქვის გაძნელება მქონდა, მეღვიძებოდა ღამე და მქონდა განცდა, რომ ვიხრჩობოდი. ვფიქრობდი, რა კარგია, რომ მოვასწარი და ავიცერი-მეთქი, სინოფარმის ორი დოზით. მაშინ ავიცერი იმიტომ, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობა მქონდა. რეალურად ახლა, ამ დღეებში გავაცნობიერე, რამდენად სასარგებლო რამ გამიკეთებია საკუთარი თავისთვის, რადგან ვირუსი ბევრად მარტივად გადავიტანე. დაბალი სიცხეებით მარტივად შევძელი გამოსვლა მდგომარეობიდან. ისეთი ვერაგი ვირუსია, ვხედავთ, რამდენი ადამიანია მსხვერპლი ყოველდღიურად, გეფიქრება, კი ხარ ახალგაზრდა და ჯანმრთელი, მაგრამ რა იცი… მეფიქრებოდა, ვინც რეანიმაციაში წევს და სიკვდილს ებრძვის, არც კი მინდა მათ მდგომარეობაში თავის წარმოდგენა. მართლა ძალიან მადლიერი ვარ ამ გადაწყვეტილების, რომ ავიცერი… მარტივი ხველება შემომრჩა, ისეთი არაფერი. გუშინ უკვე ვგრძნობდი თავს კარგად…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები