სოფო ბედია ჟურნალ „სარკესთან“ განმარტავს, თუ რა იგულისხმა მისმა ძმამ ბორის ბედიამ ცნობილ ინტერვიუში, სადაც აღნიშნავდა, რომ ჭკვიან ქალს ოჯახი არ დაენგრევა. ამ ინტერვიუს შემდეგ სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ბორისის ეს გამონათქვამი არ იყო კორექტული მისი დის მიმართ, რომელსაც პირველი ოჯახი დაენგრა.
სოფო აღნიშნავს, რომ მის ძმას იმ გაგებით არ უთქვამს ის ფრაზა, რის გამოც მოგვიანებით აჟიოტაჟი მოჰყვა:
„ზუსტად ვიცი, რომ ბორია ასე არ ფიქრობს, როგორც ეს საზოგადოებამ გაიგო. პირველი ოჯახი რომ დამენგრა, ბორიამ აღნიშნა, რომ კარგი გადაწყვეტილება მივიღე ცხოვრებაში, რადგან ასე ჯობდა ყველასთვის, ამიტომ როგორ იტყოდა, ჭკვიანი ქალი ოჯახს არ დაანგრევსო?! ალალად, ზუსტად ვიცი, რა თქვა და რა იგულისხმა.
მე თუ მკითხავთ, ჭკვიან და შემდგარ ქალს ჭკვიანი მამაკაცი არ დაკარგავს. მე ვიცი ბორიკოს დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, ამიტომ მას უბრალოდ არ მიეცა საშუალება, ეს ყველაფერი გადმოეცა. ბორიკოს რომ ნამდვილად ისე ეფიქრა, როგორც გამოუვიდა ინტერვიუში, მეც დავუპირისპირდებოდი და დავაფიქსირებდი, რომ არასწორად ფიქრობს.
დღეს 21-ე საუკუნეა, თუმცა მე-20 ან მე-19 საუკუნეც რომ ყოფილიყო, მაინც იმავე ნაბიჯს გადავდგამდი…“
ინტერვიუს სრულ ვერსიას ვრცლად ჟურნალ „სარკის“ 7 აგვისტოს ნომერში გაეცნობით.