LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ბედია: „შეუმდგარ და ბოღმა, ბოროტ ხალხს ყურადღებას არ ვაქცევთ!.. მადლობა მათ ვინც შეგვიცნო ნამდვილები, როგორებიც შეფუთვის გარეშე ვართ!..“

1083
სოფო ბედია და მიშა მესხი

სოფო ბედია მეუღლესთან ერთად ჩახუტებულ ფოტოს კიდევ ერთხელ გვიზიარებს და ამჯერად მის შესახებ ემოციურად წერს, ასევე პასუხობს კრიტიკოსებს:

„რთულია, ადამიანზე ილაპარაკო, როცა მას არ იცნობ! ერთი შეხედვით დასკვნების დადება! ყველაზე კარგად მე გიცნობ. გამოხედვაზეც კი ვიცი, რა გიხარია, რა გტკივა და რაზე ფიქრობ! ფრთაშესხმული ანგელოზი არავინ ვართ! ნაკლი ბევრი გვაქვს! დიდი გულის და სიყვარულის მატარებელი, უზომოდ მხიარული, იუმორით სავსე და კიდევ ბავშვური ადამიანი ხარ!.

სულ ვამბობ, სამი ბიჭის დედა ვარ-მეთქი…

მიყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ♥️

ვიცი, შეუმდგარ და ბოღმა, ბოროტ ხალხს ყურადღებას არ აქცევ და არ ვაქცევთ, იმათ თავისი გაჭირვება ეყოფათ, რომ უბედურები არიან, სხვისი ბედნიერება შურთ და ლანძღვით იკვებებიან! ჩვენ სიკეთეს გისურვებთ, რადგან ეს ჰაერივით გჭირდებათ! მადლობა მათ ვინც შეგვიცნო ნამდვილები, როგორებიც შეფუთვის გარეშე ვართ!♥️გვიყვარხართ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g