მეან-გინეკოლოგი, სოფო ბოჯგუა ორსულობისას ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ საიტთან dedamicis.ge საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.
ახდენს თუ არა კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გავლენას ფერტილობაზე ?
ამ დროისთვის არ არსებობს არანაირი მტკიცებულება რომ ვაქცინაციას შეუძლია უშვილობის პროვოცირება. საერთოდ არანაირი. ჩატარდა კვლევა სპერმის ხარისხზე Pfizer-ით აცრილებში. კვლევამ აჩვენა, რომ ფაიზერით აცრილებში სპერმის ხარისხი არ შეიცვალა. ვინც ორსულობას უახლოეს პერიოდში გეგმავს, აუცილებლად უნდა აიცრას და ვაქცინაციიდან ორ კვირაში შეუძლია დაგეგმოს ორსულობა.