თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება, თუმცა მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ესწრება.
აღნიშნულ ფაქტს სოფო ჭყონია ეხმაურება სოციალურ ქსელში და წერს:
“ყველა დამნაშავეა! ამდენი თვე რას აკეთებდით?! სად იყავით?! საკუთარი უაზრო პიარით დაკავებული. არჩევნების წინ ფულზე მორბენალი და ტელევიზორში “სერიოზული” სახით მჯდომარე ადამიანების გარდა უბრალო მოკვდავებმა ეს წლები სხვა ვერაფერი ვერ დავინახეთ. ეთერი უნდა გამოგირთონ ყველას ტელევიზიებმა და მერე ვნახოთ რისი გამკეთებლები ხართ”, – წერს სოფო ჭყონია.
მიხეილ სააკაშვილს გადაადგილება უჭირს: შოთა თუთბერიძე