LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა

46781433_2134975850099584_2454373226101342208_n

მომღერალი სოფო ხალვაში, რომელიც აჭარის ტელევიზიიდან, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო გაათავისუფლეს, ბათუმის მერის მოადგილე გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ მერიაში ჩანიშნულ საგანგებო ბრიფინგზე გააჟღერებენ.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მომღერალმა ინფორმაცია დაუდასტურა, თუმცა ხალვაში ბრიფინგამდე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

ბათუმის მერიაში ამ დრომდე არ ახმოვანებენ, ვინ იქნება მერის მეორე მოადგილე. ეს თანამდებობა დიდი ხანია ვაკანტურია.

სოფო ხალვაში წლების განმავლობაში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის “დილის ტალღის” წამყვანი იყო, ის ტელეეთერიდან დროებით, მას შემდეგ მოხსნეს, რაც პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო. ბათუმსა და თბილისში გამართულ მხარდასაჭერ კონცერტებზე იმღერა და კლიპშიც მიიღო მონაწილეობა.

ამ ფაქტის გამო, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დისციპლინარული წარმოება დაიწყო და ხალვაშს, მაუწყებლის ქცევის კოდექსის დარღვევის გამო, საყვედური გამოეცხადა.

12 ნოემბერს, სოფო ხალვაშმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა, მაუწყებლის დირექტორს კი, ამ ეტაპზე, მისი განცხადება დაკმაყოფილებული არ აქვს. როგორც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში აცხადებენ, წარმოება ამ საკითხზე ჯერ არ დასრულებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g