მომღერალი სოფო ნიჟარაძე, რომელიც ცოტახნის წინ აშშ-დან საქართველოში დაბრუნდა, ბოლო დროს სოციალურ ქსელში კვლავ გააქტიურდა.
ამჯერად მომღერალი წითელ კაბაში პოზირებს, რომელიც დიზაინერ დათუნა სულიკაშვილს ეკუთვნის.
როგორც ირკვევა, სოფო ნიჟარაძე ერთ-ერთი საახალწლო ეთერისთვის ემზადება, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში იქნება.