LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ნიჟარაძის პროტოტიპი „ჰეროკრატიიდან“ – „სოფოს ძალიან ვუგებ…“

319

„ჰეროკრატიაში“ სოფო ნიჟარაძის პროტოტიპს მსახიობი სალომე ფაღავა ასრულებს, რომელიც მაყურებელს შესაძლოა, სერიალ „დეტექტივებიდან“ ახსოვდეს. სალომე ჟურნალ „გზის“ დღევანდელ ნომერში ვრცელ ინტერვიუში თავისი ახალი როლის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ „ჰეროკრატიიდან“ შემოთავაზების შემდეგ თანხმობა პირდაპირ განაცხადა.

„ფეისბუქზე ათასობით წერილი მომდის. პირდაპირ მეკითხებიან – სოფო ნიჟარაძე „ხარო“? შოკში ვარ ხოლმე. მგონი, ყველა მიხვდა, ვის როლს ვასრულებ. გარეგნობით სოფოს არც ვგავარ. მასთან არანაირი ურთიერთობა არ მაკავშირებს.

მიმაჩნია, რომ სერიალში ერთ-ერთ ნიჭიერ შემოქმედებით ადამიანს ვასახიერებ. ამ როლზე მუშაობამდე, მის შემოქმედებას არ ვიცნობდი. ახლა უკვე მის სიმღერებს, კლიპებს, ინტერვიუებს გავეცანი. მსახიობს ეს სჭირდება, რომ მის ხასიათში ცოტათი „ჩაჯდე“. რეალურად, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განვსხვავდებით. რა ვიცი, როგორ დავახასიათო? გადაღებაზე მეუბნებიან, – მგონი, შეგიყვარდაო (იცინის), რადგან მიმაჩნია, რომ მართლა ბევრი აქვს ნაშრომი. ფართო პუბლიკის წინაშე მცირე ასაკში წარდგა. თავისი საქმე ძალიან უყვარს. როგორც ინტერვიუებში ამბობს, ამ საქმის გარდა, არაფერზე უფიქრია. ძალიან ვუგებ: სხვა რამეზე მეც არ მიფიქრია, სულ სიმღერით, ცეკვით, გადაღებით ვიყავი დაკავებული. 10 წელი ვცეკვავდი. სოფოს სამუშაო სფეროსგან შორს არ ვარ, მაგრამ სიმღერაზე იმხელა პრეტენზია არასდროს მქონია, რომ ოპერაში ან სადმე, დიდ სცენაზე მემღერა. თუმცა, სიმღერა ჩემი განუყრელი ნაწილია“ – აღნიშნავს მსახიობი ჟურნალ „გზასთან“ საუბრისას.

სალომეს თქმით, სერიალიდან არ არის იმის მოთხოვნა, რომ ერთი ერთში სოფო ნიჟარაძე იყოს.

რაც შეეხება იმას, სმენია თუ არა სოფოს შესახებ ჭორები, სალომე პასუხობს: „ჭორები უამრავ ადამიანზე მსმენია, მაგრამ სხვისი პირადი ცხოვრება ჩემი საქმე არ არის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g