LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ტოროშელიძე „ევროვიზიაზე“: „უფლებას არ მოგცემთ, რომ კიდევ შემაწმინდოთ ხელი!..“

13337
sofo-toroshelidzenews

საქართველოს მხრიდან შერჩეულ ხუთკაციან ჟიურის, რომელმაც „ევროვიზიის“ გრანდფინალში მონაწილეებს ქულები დაუწერა, დიდი კრიტიკა შეხვდა ქართველი მსმენელის მხრიდან. სოციალურ ქსელში აქტიურად წერენ, რომ 12 ქულა მათ არა ჩეხეთის წარმომადგენლისთვის, არამედ კვიპროსის კონკურსანტისთვის უნდა დაეწერათ – მოგეხსენებათ, წელს მას ქართველი შემსრულებელი, თამთა გოდუაძე წარდგენდა.

სოციალურ ქსელში ჟიურის წევრების მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარებიც არ დაიშურეს, რასაც მომღერალი სოფო ტოროშელიძე საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ უნდა ყოფილიყო ჟიურის შემადგენლობაში, მაგრამ რიგი მიზეზების გამო, რომლებსაც არ ასახელებს, უარი თქვა, შესაბამისად, კრიტიკას ვერანაირად ვერ მიიღებს.

გთავაზობთ სოფოს სტატუსს:

„ყურადღებით წაიკითხეთ და საერთოდ გაეშვით ჩემი სახელის და გვარის მოხსენიებას ნებისმიერ კომენტარში თუ სტატუსში! ეს განცხადება და სტატია გამოქვეყნდა 30 აპრილს, რომლის შემდეგაც გარკვეული მიზეზების გამო უარი ვთქვი „ევროვიზიის“ ჟიურის წევრობაზე. დღეს არის 19 მაისი! იცით, ძალიან ბევრჯერ გავჩუმდი და ხმა არ მოვიღე, როდესაც ცილისწამება მიდიოდა და ბულინგი ჩემი მიმართულებით, აღარ მინდა სახელები და გვარები ამოვატივტივო და რეალური მიზეზები და პერსონები დავასახელო, ვისი გადაწყვეტილებითაც დატოვეს პროექტები სხვადასხვა ადამიანმა! რატომღაც სხვებს შეგვეწმინდა ხელები მაშინაც! ახლა „ევროვიზიას“ რაც შეეხება, შეგახსენებთ, რომ თამთაც ძალიან კარგი მეგობარია ჩემი, ოთოც და მარიკო ლეჟავა ხომ არის და არის ჩემი უძვირფასესი ადამიანი და მეგობარი! და თუ საჭიროა, სამივეს დავიცავ ისე, როგორც საჭიროა! მაგრამ რაშიც მონაწილეობა არ მიმიღია და საერთოდ არ გავკარებივარ, უფლებას არ მოგცემთ, რომ კიდევ შემაწმინდოთ ხელი!“

30 აპრილს „პირველი არხის“ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქართული ჟიურის შემადგენლობაში უნდა ყოფილიყვნენ სოფო ტოროშელიძე, ლევან აბშილავა, მარიკო ლეჟავა, ბორის შხიანი და ხათუნა კობერიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები