რა რეაქცია ჰქონდა სოფო ტოროშელიძეს, როდესაც მისმა დაწუნებულმა ნათია თოდუამ გერმანულ „ვოისში“ გაიმარჯვა: „იმ კონკრეტულ მომენტში არ მომეწონა. პროექტიც რომ გამოსულიყო საინტერესო, უბრალოდ ვთქვი არა…“

478
სოფო ტოროშელიძე

სოფო ტოროშელიძეს ჰკითხეს, რას ფიქრობს ახლა, როდესაც მისმა დაწუნებულმა ნათია თოდუამ გერმანული „ვოისის“ გამარჯვებული გახდა.

„როცა მან გაიმარჯვა, ძალიან გამიხარდა. სამი წლით ადრე, როდესაც ის მოვიდა ქართულ პროექტში, სხვათა შორის, მე არ გამიშვია ის პროექტიდან და ეს არ ახსოვს არავის. ახლა არ მინდა ამაზე ლაპარაკი. მაშინ „იქს ფაქტორის“ მუსიკალური პროდიუსერიც ვიყავი და მე მივიღე ის, როგორც კონკურსანტი. როცა კასტინგის დავალება შეასრულა, იმ კონკრეტულ მომენტში არ მომეწონა. პროექტიც რომ გამოსულიყო საინტერესო, უბრალოდ ვთქვი არა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ინტრიგაც ყოფილიყო და საინტერესოც ყოფილიყო. ვიცოდი, რომ გადალახავდა შემდეგ ეტაპზე. გადალახა, მოხვდა მენტორთან და შემდეგი ეტაპი ვერ გადალახა, სადაც მისმა მენტორმა გადაწყვიტა ასე. ძალიან დიდი კონკურენცია იყო. მართლა გულწრფელად ვამბობ, რომ ქართველი კონკურსანტები ბევრად ჯობნიან გერმანული და ბრიტანული პროექტების მონაწილეებს…“

ვიდეო: სოფო ტოროშელიძის შესრულება „ვოისში“, რომელიც 375 000-მა ადამიანმა ნახა: „ასეთ გამოხმაურებას ვერც კი დავუშვებდი!!!“

ვიდეო: ნათია თოდუამ პირდაპირ ეთერში, სტუდიაში შემოტანილ აბაზანაში სიმღერის ტექსტი დაწერა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები