12 მარტს მომღერალი ნათია თოდუა იუბილარი იყო და განსაკუთრებული დღე უახლოესი მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში აღნიშნა.
საღამო სავსე იყო მუსიკით, ცეკვითა და მხიარული განწყობით — სტუმრები ერთად ერთობოდნენ, მღეროდნენ და იუბილარს დაბადების დღეს გულთბილად ულოცავდნენ.
დღესასწაულის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მომენტი მაშინ დადგა, როდესაც ნათიამ სანთლებით გაფორმებული ულამაზესი ტორტი ჩააქრო და სურვილიც ჩაიფიქრა.

