ნათია თოდუა მამასთან ერთად გადაღებულ ბოლო ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რას ნანობს მამასთან დაკავშირებით:
„ეს მამას ბოლო დაბადების დღე იყო და ბოლო სიმღერა მასთან ერთად. საქართველოში სამწუხაროდ ისეა ურთიერთობები და როლები გადანაწილებული, რომ თითქოს მამას არ ან ვერ აქვს ის სიახლოვე შვილთან, რაც ალბათ უფრო დედას აქვს. „მიყვარხარ, დედა”, „მენატრები, დედა”, „მადლობა, დედა” სიტყვები უფრო ხშირია და თითქოს უფრო მარტივად სათქმელი, ვიდრე „მიყვარხარ, მამა”, „მომენატრე, მამა”, „მადლობა, მამა”. მიუხედავად იმისა, რომ მე და მამას მეგობრული და ძალიან თბილი ურთიერთობა გვქონდა, ახლა ვხვდები, რამდენჯერ შემეძლო და არ მითქვამს ეს სიტყვები მისთვის. მამა, მიყვარხარ, ძალიან მენატრები და ძალიან მჭირდები!“