LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოლოს მითხრა: როცა შენი ოცნების სცენაზე დადგები, მე იქ არ ვიქნებიო…“ – ნათია თოდუას ემოციური პოსტი მამაზე

241
2026-05-05_00-24-16_354223

მომღერალი ნათია თოდუა სოციალურ ქსელში გარდაცვლილი მამის შესახებ ემოციურ პოსტს გვიზიარებს.

„მამაჩემი ყველაზე მეტად წინააღმდეგი იყო ჩემი შოუბიზნესში შესვლის…
ადამიანი, რომელიც თავად ოცნებობდა სცენაზე.

წლები დამჭირდა, რომ გამეგო რატომ.
ის ჩემს წინააღმდეგ კი არ იყო,
ის უბრალოდ მიცავდა, იმედგაცრუებისგან, თვალთმაქცობისგან, ტკივილისგან, რომელიც ამ გზას თან სდევს.

მან ნახა ჩემი ყველა მცდელობა.

ბოლოს მითხრა:
როცა შენ შენს ოცნების სცენაზე დადგები,
მე იქ არ ვიქნებიო…
სადმე ბოლოში, სადაც ცარიელი ადგილი არ იქნება, იქ მინდა რომ ერთი ადგილი შემინახოო და შენი ხმა იქიდან მოვისმინოო.

და ახლა საკუთარ თავს ვეკითხები
რა შეიძლება ამაზე ძლიერი იყოს?
რამ შეიძლება შემაჩეროს?

შენს სახელს,
და იმ სიყვარულს, რაც შენ მუსიკით ჩემში დატოვე,
ყველაზე მაღალ წერტილამდე მივიყვან, მამა.

ეს ჩვენი პირობაა.

2 წელია გეძებ და ვერ გპოულობ“, – წერს ნათია თოდუა.

ნათია თოდუა: „მეგონა, რომ კარიერისტი ვიყავი, მაგრამ შვილმა ყველაფერი შეცვალა… ჩემს მშობლებს სამი შვილი ვყავდით და ელემენტარული პირობები არ გვქონდა. ექიმთან წასვლა რომ დაგვჭირდებოდა, ენგურის გადაცურვა გვიხდებოდა…“

ვიდეო: რას ნანობს ნათია თოდუა: „ეს მამას ბოლო დაბადების დღე იყო და ბოლო სიმღერა მასთან ერთად…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g