მომღერალმა ნათია თოდუამ, გადაცემა “მთავარ როლში” სტუდიაში შემოტანილ აბაზანაში, პირდაპირ ეთერში სიმღერის წერა დაიწყო.
როგორც მანამდე თოდუამ აღნიშნა, ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც სიმყუდროვეში სწორედ აბაზანაში დაუწერია სიმღერა.
“აბაზანა არის ადგილი, სადაც ძალიან ბევრი იდეა მომივიდა. ტელეფონითაც ჩამიწერია, რომ არ დამვიწყებოდა. გამოვსულვარ და მერე გამიგრძელებია. ეს მხოლოდ ერთი აბაზანა არ არის და ბევრჯერ ყოფილა ასეთი შემთხვევა”, – საუბრობს ნათია თოდუა.
შეგახსენებთ, რომ მომღერალი ნათია თოდუა რამდენიმე ხნის წინ დავით ზურაბაშვილზე დაქორწინდა.
ცნობილია, რომ მათ ჯვარი ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში დაიწერეს. წყვილმა ქორწილში გაიგო მომავალი შვილის სქესიც.
ამავე თემაზე:
ვიდეო: რომელ ქვეყანაში გაემგზავრნენ ნათია თოდუა და მისი მეუღლე თაფლობის თვის გასატარებლად
ვიდეო: მეუღლის დაუვიწყარი პერფორმანსი პატარძალს – ვიდეო ნათია თოდუას ქორწილიდან