მომღერალი ნათია თოდუა რამდენიმე დღის წინ დავით ზურაბაშვილზე დაქორწინდა.
მომღერლის გამოქვეყნებული ვიდეოებიდან ირკვევა, რომ წყვილი თაფლობის თვის გასატარებლად გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გაემგზავრა.
ცნობილია, რომ მათ ჯვარი ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში დაიწერეს.
როგორც პატარძალი ამბობს, აღნიშნულ ადგილზე ჯვრისწერას ერთი წინაპირობა ჰქონდა. ამის შესახებ მომღერალმა სოციალურ ქსელში დაწერა.
საგულისხმოა, რომ ქორწილში, სადაც წყვილის მეგობრები და ახლობლები იმყოფებოდნენ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც იყო.
წყვილმა ქორწილში გაიგო მომავალი შვილის სქესიც.
ამავე თემაზე:
ვიდეო: მეუღლის დაუვიწყარი პერფორმანსი პატარძალს – ვიდეო ნათია თოდუას ქორწილიდან