LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ტოროშელიძის მუსიკალური ოჯახი (ვიდეო) – სიმღერა, რომელსაც ბავშვით ხელში ასრულებს

226

სოფო ტოროშელიძემ სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო, რომლის ნახვისას ბევრს იხალისებთ. მას აკომპანიმენტს მეუღლე უწევს გიტარით, ასრულებს სიმღერას სახელწოდებით Bring Me To The Horizon, ხელში კი თავისი შვილი უჭირავს, რომელიც დედას სიამოვნებით უსმენს.

ვიდეოს ბევრი მოწონება და კომენტაარი მოჰყვა. ერთ-ერთი კომენტარის ავტორი წერს, რომ როგორც ჩანს, სოფოს შვილი მიჩვეულია მუსიკის მოსმენას, რაზეც მომღერალი პასუხობს: „ძალიან მიჩვეული არ არის, იმიტომ რომ, სახლში გვიან მოვდივართ და თავი არ მაქვს ხოლმე არც სიმღერის და არც არაფრის. და თუ გაიგო სადმე, რომ ან მამამისი უკრავს, ან მსგავსი ხმაა, მირბის იმ ოთახში, ჩქარჩქარა“.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g