LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სოჰოკრედიტში” კლინეტი პირველ სესხს უფასოდ მიიღებს

241

”სოჰოკრედიტი” პირველ სესხს მომხმარებელს უფასოდ სთავაზობს.  როგორც ”ფორტუნას” შპს ”სოჰო გრუპის” დირექტორმა რატი აფხაზავამ განუცხადა,   პირველი სესხის ოდენობა  250 ლარამდეა და მისი აღების შემთხვევაში,  მსესხებელი უკან ისევ 250 ლარს აბრუნებს.  რაც შეეხება, ”სოჰოკრედიტით” სხვა დროს სარგებლობას, სესხის მაქსიმალური ოდენობა 650 ლარს შეადგენს.

”ჩვენ სულ ახლახან შემოვედით ქართულ ბაზარზე და ერთგული კლიენტებისთვის სამომავლოდ ბევრი სიურპრიზი გვაქვს დაგეგმილი.  ამ ეტაპზე კი ჩვენთან პირველი სესხი უპროცენტოა. ამასთან, სესხის აღება ძალზე მარტივია. სულ რაღაც 5 წუთი სჭირდება ჩვენს ვებ-გვერდზე www.sohocredit.ge-ზე სარეგისტრაციო განაცხადის შევსებას; ამის შემდეგ კიდევ 10-15 წუთი და კლიენტი თანხას სახლიდან გაუსვლელად მიიღებს”, – აღნიშნა აფხაზავამ.

მისივე ინფორმაციით, სესხზე მოთხოვნა ყოველთვისაა, შესაბამისად, „სოჰოკრედიტი“ კვირაში 7 დღე სთავაზობს მსურველებს მომსახურებას, დილის 8-დან საღამოს 10 საათამდე. რაც შეეხება სესხის ლოკაციას,   „სოჰოკრედიტი“ საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავს.

ცნობისთვის, მომხმარებელს პროდუქტი ”სოჰოკრედიტი”  შპს ”სოჰო გრუპმა” ცოტა ხნის წინ შესთავაზა.  კომპანია  სწრაფად მზარდი საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წამყვანი ადგილი უკავია ონლაინ-სესხების ბაზარზე.  ”სოჰო გრუპი” ონლაინ სესხებს 50-დან 650 ლარამდე 1-დან 30 დღემდე ვადით გასცემს.  პოტენციური მსესხებელი კი სულ მცირე 20 წლის უნდა იყოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g