LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სოკარი” საქართველოსთვის მოწოდებული გაზის მოცულობას გაზრდის

178

“სოკარი” საქართველოსთვის მოწოდებული გაზის მოცულობას გაზრდის. როგორც დღეს “სოკარ ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა მაირ მამედოვმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მოწოდებული გაზის მოცულობა დღეს რამდენადაც შესაძლებელია, იმდენით გაიზრდება და საქართველო ყოველდღიურად 7 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს.

ამასთან, მამედოვმა დაადასტურა ზამთრის პერიოდში საქართველში არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების საკითხში ტექნიკური პრობლემების არსებობა და განაცხადა, რომ შეიქმნება ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ამ პრობლების მოგვარებაზე იზრუნებს.

ასევე, როგორც მაირ მამედოვმა აღნიშნა, “სოკარი” ამჟამად ე.წ. “შაჰ-დენიზის” გაზსადენის კომერციული ოპერატორია, ამიტომ კომპანიას შეუძლია ზამთარ-ზაფხულს ამ მილსადენი მოწოდებული გაზის მოცულობების პროპორციები შეცვალოს და საქართველოში ზამთარში გაზზე არსებული მოთხოვნა ამით დააკმაყოფილოს.

როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გუშინ განაცხადა,  საქართველო აზერბაიჯანიდან დღეში 11 მილიონზე მეტ კუბურ მეტრ გაზს  იღებს და ფიზიკურად ”სოკარისგან” დამატებითი მოცულობის მირება არ შეუძლია. “სოკარი”, თავის მხრივ, ირწმუნება, რომ დამატებითი მოცულობების საქართველოსთვის მიწოდება შეუძლია.

საქართველოს აზერბაიჯანთან ორი მილსადენი აკავშირებს. სამხრეთ კავკასიური გაზსადენი, საიდანაც საქართველო შაჰ-დენიზის საბადოზე მოპოვებულ, ტრანზიტის საფასურის სახით მისთვის კუთვნილ  გაზს იღებს და ყარადაღ-თბილისი, რომლითაც ხორციელდება კომპანია “სოკარის”  კუთვნილი გაზის იმპორტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g