LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სოხუმი რომ დაეცა იმ დროს წამოვედი, მშობლები დარჩნენ იქ, მამა იქ მომიკლეს, ბებია სახლში ჩაწვეს, ბიძაშვილიც იქ მომიკლეს. ბებია და მამა ეზოში არიან დაკრძალულნი“ – აფხაზეთიდან დევნილი

265
სოხუმის დაცემის დღე

სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა. ომში დაღუპულ გმირებს, გმირთა მოედანზე პატივს მიაგებენ.

აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები მემორიალთან სოხუმის დაცემის დღეს იხსენებენ:

„სოხუმი რომ დაეცა იმ დროს წამოვედი, მშობლები დარჩნენ იქ, მამა იქ მომიკლეს, ბებია სახლში ჩაწვეს, ბიძაშვილიც იქ მომიკლეს. ბებია და მამა ეზოშია დაკრძალული.

ჩემი ბიძაშვილის მოძიება მოხდა და ამჟამად აფხაზეთშია გადასვენებული წითელი ჯვრის მიერ. მშვიდობას, რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს. ყველას უნდა მშვიდობა“. – აღნიშნა მედიასთან აფხაზეთიდან დევნილმა.

ინფორმაციისთვის, სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი, 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, 27 სექტემბერს კი სოხუმი დაეცა.

ომის შედეგად 10 000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშები დაეშვა

ფოტოები: ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი/ანდრეი სოლოვიოვ

magti 5g